top of page

ბლოგი / არქივი

ბლოგი

ესეები, განცხადებები და ანალიზი GZA-სა და მისი ავტორებისგან — გერმანულ და ინგლისურ ენებზე.

Thomas Franke – Schlechte Zeit für Andersdenkende

8 ივნისი 2026 · 10 წთ

„Tavisupleba, Freiheit, war das erste Wort, das mir Georgier beibrachten …“

Appell der georgischen Aktivistinnen und Aktivisten an die Bundesregierung

14 დეკემბერი 2024 · 3 წთ

Sehr geehrter Herr Bundeskanzler, mit großer Sorge möchten wir Sie auf die Entwicklungen in Georgien aufmerksam machen …

Nino Haratischwili – Europa, wir brauchen dich!

14 დეკემბერი 2024 · 6 წთ

In diesem Beitrag präsentieren wir die Rede von Nino Haratischwili …

Offener Brief an die Bundesregierung – Georgien braucht jetzt unsere Unterstützung!

13 დეკემბერი 2024 · 1 წთ

In einem offenen Brief an die Bundesregierung fordern prominente Persönlichkeiten …

Georgia at a Transitional Juncture: On the Path Toward Authoritarianism? Sandro Megrelishvili’s Opinion

16 სექტემბერი 2024 · 6 წთ

In the seminal essay (2002) Thomas Carothers contended that “…any country moving away from dictatorial rule can be …”

ყველა სტატია ქვეყნდება GZAEUROPE.ORG-ზე

GZA Logo Wite.png

ქართული ცენტრი
საზღვარგარეთ e.V.

instagram
facebook
x
linkedin

იმპრესუმი

Georgisches Zentrum im Ausland e.V.

Mariannenstraße 8, 10999 Berlin, გერმანია

ელ-ფოსტა: info@gzaeurope.org

ტელეფონი: 000000

რეესტრი და პასუხისმგებლობა

უფლებამოსილი გამგეობა: ელგუჯა (გიორგი) კაკაბაძე

სარეგისტრაციო სასამართლო: Amtsgericht Charlottenburg (ბერლინი)

სარეგისტრაციო ნომერი: VR 42077 B

1801 წელს რუსეთმა გამოსცა მანიფესტი საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების შესახებ

 

1802 წელს შეუიარაღებელი თავად აზნაურობა ჯარით დააკავა მართლმადიდებლურ ტაძარში და აიძულა ისინი ფიცი დაედოთ იმპერატორის ერთგულებაზე

 

1802 წელსვე იყო პირველი აჯანყება რუსების წინააღმდეგ

 

1801 წლიდან მოყოლებული რუსეთი დევნიდა ქართულ ენას და ცდილობდა მისი რუსულით ჩანაცვლებას

 

1801 წლიდან მოყოლებული რუსეთი ანადგურებდა უძველეს ქართულ ისტორიულ ძეგლებს

 

1811-14 წლებში „ერთმორწმუნეობის“ სახელით რუსეთმა გააუქმა ქართული ეკლესიის 1300 წლოვანი ავტოკეფალია

 

1801 წლის შემდეგ რუსეთი დევნიდა, ავიწროვებდა, აწამებდა და ღირსებას ყრიდა ქართველებს

 

1801 წლიდან მოყოლებული სისხლში ჩაახშო მრავალი აჯანყება, დაშალა და გუბერნიებად გადააქცია საქართველოს ტერიტორია

 

1801 წლიდან მოყოლებული რუსეთი ასახლებდა ქართველებს რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთში, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე ასახლებდა სხვა ხალხებს

 

1801 წლიდან მოყოლებული რუსეთი სისხლში ახშობდა ყველანაირ თავისუფალ აზრს და იდეას საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ

 

1918 წელს საქართველომ გაინთავისუფლა თავი რუსეთის იმპერიიდან და ევროპაში პირველი სოციალ დემოკრატიული სახელმწიფო გახდა

 

1918 წლიდან მოყოლებული ბოლშევიკები ცდილობდნენ ქართული სახელწმიფოს დამხობას

 

1920 წელს პირველი მცდელობა საქართველოს გასაწითლებლად

 

1920 წლის შვიდ მაისს საბჭოთა რუსეთმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა

 

1921 წელს საბჭოთა რუსეთმა დაარღვია საქართველოსთან დადებული ხელშეკრულება და დაიპყრო ის.

 

1924 წელს სისხლში ჩაახშო აჯანყება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

 

1921 წლიდან 1937 წლამდე დახვრიტა ქართველ მოაზროვნეთა უდიდესი ნაწილი.

 

1956 წელს სისხლში ჩაახშო ქართველი სტუდენტების პროტესტი და დახვრიტა 150 მდე ახალგაზრდა

 

1978 წელს სცადა ქართული ენის გაუქმება

 

1989 წლის 9 აპრილს სისხლში ჩაახშო მშვიდობიანი დემონსტრაცია

 

1991 წელს საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა

 

1992-93 წლებში მოაწყო პროვოცირება აფხაზეთის კონფლიქტში, რომელშიც თვითონ მხარედ ჩაერთო

 

1992-3 წლებში მოაწყო სამოქალქო ომის პროვოცირება და მფარველობდა პუჩისტებს ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ (აჯანყებულთა შორის იყვნენ რუსული კაგებეს მაღალჩინოსნები)

 

აფხაზეთის ომის მიმდინარეობისას სასტიკად აწამეს და ეთნიკური ნიშნით დახოცეს მრავალი ქართველი

 

რამდენჯერმე ჩამოაგდეს საევაკუციო თვითმფრინავები

 

2006 წელს სატვირთო თვითმფრინავებით, უღირსად გამოყარეს ეთნიკური ქართველები რუსეთიდან

 

2008 წლიდან დაიწყეს პროვოკაციების ცხინვალის რეგიონში, დაიწყეს ომისთვის მზადება

 

2008 წლის 1 აგვისტოს დაიწყეს ცხივნალის ევაკუაცია

 

2008 წლის აგვისტოში დაიწყეს ქართული ბლოგპოსტებისთვის ცეცხლის გახსნა

 

2008 წლის 6 აგვისტოს რუსულმა ჯარმა დაიკავა როკის გვირაბი და განლაგდა ცხინვალის ტერიტორიაზე

 

2008 წლის 7 აგვისტოს საქართველო ჩაერთო ომში

 

რუსული იმპერიალიზმის მესამე საუკუნე

ქართული წინააღმდეგობის ისტორიას რუსეთის წინააღმდეგ მრავალწლიანი ისტორია აქვს. მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული რუსეთი ცდილობს საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გაქრობას. პირველად ეს მათ სცადეს 1801 წელს, როდესაც მათ გააუქმეს ქართული სახელმწიფო. 1918 წელს საქართველომ მოახერხა თავი დაეღწია რუსული იმპერიისთვის და შეექმნა პირველი პროგრესული სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო, თუმცა ამას არ შეეგუა რუსული იმპერიის ახალი სახე - საბჭოთა რუსეთი და 1921 წელს, ყველანაირი საერთაშორისო წესების დარღვევით დაიპყრო და იძულებით შეიყვანა საბჭოთა კავშირში, თუმცა ამით ვერ ჩაკლა თავისუფლების სურვილი, მიუხედავად დიდი რეპრესიებისა, საქართველოში რამდენჯერმე მოხდა აჯანყება საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც რუსულმა ჯარებმა სისხლში ჩაახშეს, თუმცა 1991 წელს ასრულდა ქართველი ხალხის სურვილი ყოფილიყვნენ დამოუკიდებლები და შეერთებოდნენ მის ისტორიულ, ევროპულ ოჯახს. მიუხედავად ამისა თავისუფლებისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულება, რადგან მეცხრამეტე საუკუნეში ჩარჩენილი რუსული იმპერია მუდმივად ცდილობს საქართველოს აგრესიული ფორმებით მის გავლენის სფეროში მოქცევას.

 

დღეს არის შანსი გავაგონოთ ევროპას ჩვენი ხმა, რათა არ დაუშვან საქართველოს მარტოდმარტო დარჩენა რუსული იმპერიის წინააღმდეგ!

 

 

საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული

bottom of page